Saturday, June 3, 2017

მერვე დღე

პროექტის მსვლელობისას გადავხედეთ საკვანძო შეკითხვებს, განვიხილეთ ერთმანეთის შეკითხვები, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი და საჭიროებისამებრ შევიტანეთ ცვლილებები.საკვანძო შეკითხვები დაეხმარება მოსწავლეებს სიღრმისეულად ჩაწვდნენ პროექტის საკითხებს. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა გამოწვევას პროექტის თემისადმი, მოლოდინების განსაზღვრას, მოსწავლეებს აცნობს პროცედურებს და ვადებს. ვიუვერმა გაგვაცნო, თუ როგორ ეხმარება ტექნოლოგიები მოსწავლეებს საწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში. პროექტის პროცედურებში შევიტანეთ ცვლილებები.

Friday, May 26, 2017

მეექვსე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
რუბრიკა დამეხმარა გამეკეთებინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის თვითშეფასება, რასაც მოსწავლეებშიც დავნერგავ პროექტის განხორციელებისას.
 კიდევ ერთხელ გადავხედეთ ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოს გამოყენებით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს და პროექტის გეგმაში აღვწერე თვითშეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი ქრონოლოგიის მიხედვით. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შეფასების ინსტრუმენტი - ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მიზნობრივად გააკეთოს აქცენტები თემის საკვანძო საკითხებზე, რომელსაც ნაშრომში ჩადებს.


მეხუთე დღე

მე-3 მოდული

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.C პროექტის პრეზენტაცია შევაფასეთ რუბრიკის საშუალებით. ამით საშუალება მომეცა კონსტრუქციული უკუკავშირი მიმეცა ჩემი კოლეგისათვის და იგივე მიმეღო მე. ამ შეფასების ფორმებს გამოვიყენებ პროექტული სწავლების დროს, რათა მოსწავლეები სიღრმისეულად ჩასწვდნენ შესასწავლ საკითხებს. გავეცანი როგორ გამოვიყენოთ საავტორო უფლებები , თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტში მოძიებული მასალა და მოსწავლეებსაც გავაცნო საავტორო უფლებები. ჩემი პროექტის ფარგლებშიც შევავსე გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, რომლითაც დავიცავ საავტორო უფლებებს.

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით.
იმისათვის, რომ  მოსწავლემ არეგულიროს დამოუკიდებლად საკუთარი უნარ-ჩვევები, შევქმენი ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშო, რომელიც მხარს დაუჭერს მას, როგორც დამოუკიდებელ მსწავლელს.
პროექტის გეგმის შაბლონში გავწერე  ის მიდგომები, რომლებიც უნდა გამოვიყენო ნიჭიერ მოსწავლესთან, სსსმ მოსწავლესთან და არაქართულენოვან მოსწავლესთან. ეს მიდგომები დამეხმარება ყველა ტიპის და უნარის მოსწავლე ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.

Sunday, May 14, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული  დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: შევაფასაებ წინარე საბაზო ცოდნას, გავუწევ მონიტორინგს, შევუფასებ პროგრესს,   თვითრეგულირების და თანამშრომლობის სწავლების მიზნით მივცემ განმავითარებელ  კომენტარს, განმავითარებელ კომენტარს მივცემ ასევე მეტაკოგნიციისათვის.

Friday, May 12, 2017

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
საგნობრივი სტანდარტები მომეხმარა, რომ პროექტი ესგ-თვის მომერგო, ასევე შედეგები და ინდიკატორები მომეხმარა პროექტის მკაფიო მიზნების გაწერაში, მიზნებს მოვარგე 21-ე საუკუნის უნარები, სიტყვები, ლექსიკონი, ბლუმის ზმნები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები დამეხმარა მოსსავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრონ პროექტის ძირითადი და საკვანძო საკითხები.