მე-3 მოდული
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება
ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.C პროექტის პრეზენტაცია შევაფასეთ რუბრიკის საშუალებით.
ამით საშუალება მომეცა კონსტრუქციული უკუკავშირი მიმეცა ჩემი კოლეგისათვის და იგივე
მიმეღო მე. ამ შეფასების ფორმებს გამოვიყენებ პროექტული სწავლების დროს, რათა მოსწავლეები
სიღრმისეულად ჩასწვდნენ შესასწავლ საკითხებს. გავეცანი როგორ გამოვიყენოთ საავტორო
უფლებები , თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტში მოძიებული მასალა და მოსწავლეებსაც გავაცნო
საავტორო უფლებები. ჩემი პროექტის ფარგლებშიც შევავსე გამოყენებული ლიტერატურის მარტივი
შაბლონი, რომლითაც დავიცავ საავტორო უფლებებს.
ჩემს გეგმაში მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის შემსწავლელს და სწავლის სტილს შეესაბამება. სასურველია ეს ტექნოლოგიები გარკვეულ გამოწვევას სთავაზობდეს მოსწავლეებს შექმნან რამე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ReplyDelete